ახალი ამბები

გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ჭიათურაში მაღაროელი დაიღუპა

26 მარტი, 2018 • 6483
გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ჭიათურაში მაღაროელი დაიღუპა

სამუშაო ადგილზე დაიღუპა 45 წლის კაცი ჭიათურის მაღაროში. გვირაბში ლოდები იმ დროს ჩამოიშალა, როცა იქ რამდენიმე ადამიანი გვირაბის გაყვანაზე მუშაობდა. ერთ-ერთი მაღაროელი ლოდის ქვეშ მოჰყვა. შემთხვევა დღეს, 26 მარტს, გამთენიისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის დაწყებული. აღნიშნული მუხლი გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი