ახალი ამბები

ბურჯანაძის თქმით, ფორმალურად მარგველაშვილი დღემდე მის მიერ დაფუძნებული ფონდის უფროსია

15 ოქტომბერი, 2013 •
ბურჯანაძის თქმით, ფორმალურად მარგველაშვილი დღემდე მის მიერ დაფუძნებული ფონდის უფროსია

ამასთან, როგორც ბურჯანაძემ დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მარგველაშვილი ერთ–ერთ დამფუძნებელია “დემოკრატიული განვითარების ფონდის”, რომელიც ბურჯანაძემ 2008 წელს, მმართველი ძალის დატოვების შემდეგ ჩამოაყალიბა:

 

“ფორმალურად იგი დღემდე ამ ფონდის ხელმძღვანელია, რადგან არ გამითავისუფლებია იმის გამო, რომ “ქართულ ოცნებაში” წავიდა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ “ნეტგაზეთმა” ბურჯანაძეს ჰკითხა, იურიდიულად არსებობს თუ არა დღემდე ეს ფონდი, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ არსებობს. 

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ფონდი 2008 წლის აგვისტოშია დაფუძნებული. მისი იურიდიული მისამართი ბურჯანაძის პარტიის მისამართს ემთხვევა. ამონაწერის მიხედვით, ხელმძღვანელობაზე (წარმომადგენლობაზე) უფლებამოსილი პირებს შორის ფიგურირებენ გამგეობის წევრი დავით პატარაია, გამგეობის თავმჯდომარე – ნინო ბურჯანაძე, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად არა მარგველაშვილი, არამედ თეიმურაზ მურღულიაა მოხსენიებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი