ახალი ამბებისამართალი

“ქართულმა მარშის” წევრებმა მოსამართლის დარბაზში შესვლისას ლოცვა დაიწყეს

23 მარტი, 2018 •
“ქართულმა მარშის” წევრებმა მოსამართლის დარბაზში შესვლისას ლოცვა დაიწყეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლის დარბაზში შესვლისას ე.წ. ქართული მარშის წევრებმა და მხარდამჭერებმა ლოცვა დაიწყეს.

ხმაურიანი რეპლიკის გამო მოსამართლემ მალევე ე.წ ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე გააფრთხილა. მან პროკურორს შეაწყვეტინა სიტყვა, როდესაც ბრალდების მხარის შუამდგომლობას აცნობდა სასამართლოს. “გინების გულისთვის პრემიერი რატომ არ დააპატიმრეთ,” – დაიყვირა ბრეგაძემ.

ბრალდების მხარე ე.წ. ქართული მარშის წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. პროკურორის თქმით, არსებობს დანაშაულის განმეორების ან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით მიმალვის საფრთხე.

პროკურორის პოზიციის დაფიქსირებას დარბაზში როგორც ბრალდებულებსა და მათი მხარდამჭერების მხრიდან რამდენჯერმე მოყვა ხნამაღალი სიცილი და რეპლიკა იმის შესახებ, რომ პროკურორი იტყუება. სასამართლო ახლა დაცვის მხარესა და ბრალდებულებს უსმენს.

“ქართული მარშის” წევრის ლადო სადღობელაშვილის თქმით, ის არის პოლიტიკოსი და არა კრიმინალი. სადღობელაშვილის ადვოკატი წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, ლადო სადღობელაშვილისთვის გირაოს გამოყენებას ითხოვს. დაცვის მხარემ სასამართლოს 3 ათასი ლარის შესთავაზა.

“მე არ ვარ კრიმინალი. მე ვარ პოლიტიკოსი. შეიძლება ჩემი გამოსვლები ხისტი იყოს თუმცა საფრთხეს არ წარმოვადგენ. ჩემი ქმედება [რუსთავი 2-თან] დგომის და [მანქანის] ფანჯარაზე დაკაკუნების გარდა არაფერი იყო. ერთ ერთმა რუსთავი 2-ის თანამშრომელმა მე ხელი მკრა და ახლა ტვინოს შერყევა მაქვს.
მე ასევე მყავს ოჯახი. ბატონო მოსამართლე, ნუ იზამთ ისე, რომ ახალგაზრდა პოლტიკოსების ბედი ციხეში გადაწყდეს, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა სასამართლო დარბაზში მისტყვით გამოსვლისას.

დღეს, სასამართლო ე.წ. ქართული მარშის ექვსი წევრის: ლადო სადღობელაშვილის, ლუკა ნაცვლიშვილის, გიორგი ონიანის, ბექა რევაზიშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილისა და მიხეილ ამისულაშვილის საქმეებეს განიხილავს.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ აამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი