ზუგდიდის საკრებულოში ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო.

ამის თაობაზე “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს.

22 მარტს ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. ლაივპრესის ინფორმაციით,  დაპირისპირება „ევროპულ საქართველოს“ ფრაქციად დარეგისტრირების საკითხს მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ და ენმ-ის წარმომადგენელმა დათა შელიამ ერთმანეთს სცემეს, რის გამოც სხდომა შეწყდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმების განცხადებით, ჩხუბში მონაწილე საკრებულოს დეპუტატებს მსუბუქი სახის დაზიანებები აქვთ”, – იუწყება ლაივპრესი.


მთავარი ფოტო: ლაივპრესი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი