ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება ენმ-ს და “ევროპული საქართველოს” წევრებს შორის ზუგდიდის საკრებულოში [ვიდეო]

22 მარტი, 2018 • 3159
ფიზიკური დაპირისპირება ენმ-ს და “ევროპული საქართველოს” წევრებს შორის ზუგდიდის საკრებულოში [ვიდეო]

ლაივპრესის ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.

გამოცემის ცნობით, დაპირისპირება „ევროპულ საქართველოს“ ფრაქციად დარეგისტრირების საკითხს მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ და ენმ-ის წარმომადგენელმა დათა შელიამ ერთმანეთს სცემეს, რის გამოც სხდომა შეწყდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამ წუთებში საკრებულოში პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ექიმების განცხადებით, ჩხუბში მონაწილე საკრებულოს დეპუტატებს მსუბუქი სახის დაზიანებები აქვთ”, – იუწყება ლაივპრესი.

ვრცლად ამ თემაზე ინფორმაციას გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი