ახალი ამბები

თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე იტალიის სასამართლომ გაათავისუფლა

12 ოქტომბერი, 2013 •
თბილისის განვითარების ფონდის  ყოფილი თავმჯდომარე იტალიის სასამართლომ გაათავისუფლა

“11 ოქტომბერს გიორგი საბანაძე სასამართლომ გაათავისუფლა, რადგან მას მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში და იტალიის სასამართლო ეს დღეები ელოდებოდა იტალიის იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალურ წერილს. როდესაც სამინისტროსგან დასტური სასამართლოში მივიდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს გიორგი საბანაძე”- განაცხადა ადვოკატმა ირინა ჯანელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას. 

 

გიორგი საბანაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაკავების და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 19 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი