შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან 19 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო “ქართული მარშის” წევრი ლადო სადღობელაშვოლი 20 მარტს დააკავა.
მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული გულისხმობს ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს ამ დრომდე (20 მარტი, 23:50) პასუხობს 19 მარტის დაპირისპირების მონაწილე ოთხი პირი.
“ქართული მარშის” წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს ცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება.
მთავარი ფოტო: ჰომოფობიურ აქციაზე პოლიცია ლადო სადღობელაშვილს აკავებს. 31.10.2017. კადრი: ნეტგაზეთი