ახალი ამბები

“ქართული მარშის” რამდენიმე წევრი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

20 მარტი, 2018 • 2066
“ქართული მარშის” რამდენიმე წევრი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს “ქართული მარშის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოძრაობის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით. სამართალდამცავი უწყების ცნობით, რუსთავი 2-თან მოხმდარ ინციდენტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დაკითხვაზე იმყოფება. ისინი არ დაუკავებიათ.

პოლიციამ “ქართული მარშის” სხვა წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 19 მარტს რუსთავი 2-თან გამართულ აქციაზე დააკავა. აღნიშნული მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათი სასამართლო პროცესი დღეს, 20 მარტს, უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო. ჯერჯერობით არაა ცნობილი, როდის გაიმართება აქციაზე დაკავებული კიდევ 3 პირის – ლადო სადღობელაშვილის, მიხეილ ამისულაშვილისა და ირაკლი დოლენჯაშვილის პროცესები, რომლებიც იმავე მუხლებით დააკავეს “რუსთავი 2”-თან გამართულ აქციაზე.

“ქართული მარშის” წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს ცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი