სააკაშვილის თქმით, ეს არ არის გაუგებრობა, ეს არის გეგმაზომიერი შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამას რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს, თუმცა, მშვიდად და მტკიცედ:
“ამისთვის არსებობს საკონსტიტუციო მექანიზმები. მე მოვიწვიე უშიშროების საბჭო, შევთავაზე მთავრობას ერთად გვემსჯელა ამ საკითხებზე და, მე მგონი, ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ასეთი მსჯელობა, ასეთი კოორდინაცია, ასეთი შეხვედრები დღეს არის უფრო აუცილებელი, ვიდრე ოდესმე”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ოკუპაცია მაინც უნდა უყოს ის საკითხი, რომლის გარშემოც მთელი საქართველო გაერთიანდება და განსხვავებული აზრი არ იარსებებს.