ახალი ამბები

რას სთავაზობს MFX Group Georgia ქართველ მომხმარებელს

10 ოქტომბერი, 2013 •
რას სთავაზობს MFX Group Georgia ქართველ მომხმარებელს

კომპანიის ოფისი ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის” შენობაში მდებარეობს, სადაც   – MFX Group Georgia  საკუთარ კლიენტებს და მომავალ ტრეიდერებს მიიღებს.

 

კომპანია „მასტერ ფორექსის” მფლობელის, იგორ  ვოლკოვის განცხადებით, საქართველოში ფილიალის გახსნა  კომპანის  7 წლის იუბილეს დაემთხვა, ამასთან დაკავშირებით კომპანია მომხმარებლებს სასიამოვნო სიურპრიზებს  შესთავაზებს: „ეს არის უფასო სწავლა, ახალი პრიზების გათამაშება, პირადი კონსულტაციები, პირველადი თანხის გაორმაგება.“  

კომპანია „მასტერ ფორექსის” პარტნიორი და ეკონომიკური ანალიტიკოსი  ევგენი კოგანი იმედოვნებს, რომ საქართველოში მათი ბიზნესი წარმატებული იქნება.  

 

მისი თქმით, კომპანიის სურვილია პოტენციურ კლიენტს ჰქონდეს წვდომა აშშ–ისა ად ევროპის ფინანსურ ბაზარზე:

 

„ჩვენმა კლიენტმა თბილისიდან უნდა დაინახოს  ჯაკარტის, აშშ-ის და ევროპის  ბაზრები და უკვე პოსტკრიზისულ პერიოდში გამოიმუშავოს ფული. ჩვენი მიზანია ადამინებს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტები. ეს არის საქმიანობა აქციებზე, საბროკერო ოპერაციები, მუშაობა ობლიგაციებზე. ჩვენი კონსერვატიული სტრატეგიაა, მივცეთ კომპანიებს ფინანსების მოზიდვის საშუალება; ჰქონდეთ ბიზნესის გაყიდვის და ყიდვის საშუალება. განახორციელონ საინვესტიციო ბანკინგი. ასევ გვექნება კონსალტინგური მომსახურება. რჩევებს მივცემთ კომპანიებს, თუ სად დააბანდონ ფული. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, როგორც კერძო პირს, ისე კომპანიას, გადაწყვიტოს თავისი ფინანსური პრობლემები.“  

 

კომპანია „მასტერ ფორექსის” პარტნიორი და ეკონომიკური ანალიტიკოსი ამბობს, რომ  პოსტკრიზისულ პერიოდში მსოფლიო გაურკვევლობაშია:  „აშშ–ის ეკონომიკა გამოდის კრიზისიდან. შენელებულია ჩინეთის, რუსეთის და თურქეთის ეკონომიკა. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ კლიენტს კონსალტინგი: სად შევიდეს და სად გამოიმუშავოს ფული. კლიენტს უნდა  მივცეთ ეს ინსტრუმენტი და ავუხსნათ რისკები. საფონდო და სავალუტო ბაზრები შეიცავს როგორც ფულის შოვნის შესაძლებლობას, ისე რისკებს.  ჩვენთვის მთავარია ნდობა. ადამინებმა უნდა გაიგონ ჩვენგან რეალური ინფორმაცია და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.“  

 

MFX Group Georgia–ს თბილისში მარგარიტა ჟიზნევსკაია ხელმძღვანელობს.  

 

Master Forex –ის ფილიალი მსოფლიოს 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მას 3 000 ადამიანს ემსახურება.

 

მარგარიტა ჟიზნევსკაიას ინფორმაციით, კომპანიის საქმიანობის მიმართულებები არის დაკავშირებული სავალუტო ბაზრებთან. ინტერესის სფეროა აგრეთვე სამშენებლო სექტორი და განათლება: „ჩვენ გვაქვს საქართველოს ბაზარზე პოტენციური პროექტი, ვაპირებთ განვითარებას.“
 

კომპანია „MFX Group” („მასტერ ფორექსი”) ამიერკავკასიის ფილიალების მმართველი, აზერბაიჯანის ფილიალის დირექტორი ევგენი  ჟიდკოვი ამბობს, რომ კომპანია აქტიურად ვითარდება და ეძებს იმ ადამინებს, რომლებიც დებენ ფულს და მართავენ:

„ერთი თვის წინ გავხსენით ოფისი აზერბაიჯანში. წლის ბოლომდე ოფისი გაიხსნება სანკტ–პეტერბურში. ჩვენ ვაპირებთ აქტიურ ექსპანსიას დსთ–ს ქვეყნებში. კომპანია განვითარდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიზე. ჩვენ უნდა ვიყოთ მდგრადები. ჩვენ უნდა  გვცნობდნენ და ვიყოთ ცენტრში.“  

 

ევგენი ჟიდკოვის შეფასებით, საქართველოს ბაზარი მომხიბვლელია თავისი ცვალებადი ეკონომიკით:

 

„მიუხედავად ამისა, ადრე აქ არავის არ უცდია ტრენდის შექმნა სავალუტო ბირჟის საფუძველზე. ეს განიხილებოდა როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო და არ არსებობდა მოქმედებების კონკრეტული გეგმა. ჩვენ არ ვმუშაობთ „შაბლონურად”, ყოველ ქვეყანასთან მიმართებაში კომპანია Master Forex –ს გააჩნია ინდივიდუალური მიდგომები, რაც კომპანიის მთავარი უპირატესობაა. ჩვენთან ოფისში ვზრდით პროფესიონალებს – ვაძლევთ საშუალებას გაზარდონ საკუთარი კაპიტალი, ვქმნით მათთვის ახალ პროფესიას, ვუხსნით წვდომას შეუზღუდავი შესაძლებლობებისკენ და საკუთარი ბიზნესის წამოწყების დაგეგმვის საშუალებას ვაძლევთ”.

 

კომპანია „მასტერ ფორექსის” პარტნიორი და ეკონომიკური ანალიტიკოსი ევგენი კოგანი ამბობს, რომ კომპანია საქართველოს ბაზარზე დიდი ხნით შემოვიდა: „ჩვენ მოვდივართ დიდი ხნით. მიგვაჩნია, რომ საქართველო ვითარდება და აქვს კარგი მომავალი.“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი