ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოქალაქე ნ. შ. დააკავეს, ხოლო თ. ბ. და რ. გ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარული წესით დაამზადეს და სამოქალაქო ბრუნვაში შეიტანეს სააქციო საზოგადოება “სარაჯიშვილის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ მარკირებული 8 000 ლარის ღირებულების, 427 ბოთლი ფალსიფიცირებული სპირტიანი სასმელი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 196-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითავალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.




