აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად აშშ-ის მთავრობამ საქართველოს $3.5 მილიონი გამოუყო. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამ დახმარების პირველი ნაწილი,, ამერიკული წარმოების ფაროსანას მოსაზიდი 10,000 ხაფანგი უკვე საქართველოშია.
USAID/Georgia-ს თანახმად, ხაფანგები დამზადებულია ამერიკული კომპანია Trécé-ს მიერ ამერიკის სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რაც მონიტორინგის საუკეთესო საშუალებაა.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.