ახალი ამბები

ახალგაზრდა მწვანეები: სოჭის ოლიმპიადაში საქართველომ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს

9 ოქტომბერი, 2013 • 1271
ახალგაზრდა მწვანეები: სოჭის ოლიმპიადაში საქართველომ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს

ორგანიზიაციის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელმა სამუშაოებმა უკვე ხილული ნეგატიური კვალი დაამჩნია რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, თუმცა პრობლემა ბევრად უფრო მასიურია, ვიდრე გარემოსდაცვითი თუ ნაციონალური მნიშვნელობის.   

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოჭის ოლიმპიადის ორგანიზებამ გამოიწვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასიური ხელყოფა: იძულებითი მიგრაცია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და უკანონო დაკავებები.

 

“საერთაშორისო სოლიდარობის ნაკლებობა გვარწმუნებს იმაში, რომ აღნიშნული ოლიმპიური თამაშებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი ერთეული პირებისთვის ბევრად აღემატება ადამიანის უფლებების ღირებულებას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

“საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები” იმედოვნებენ, რომ მთავრობა სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს  მონაწილეობის საკითხის განხილვისას მათ არგუმენტებს გაითვალისწინებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი