ახალი ამბები

ქუმსიშვილი: გუდაურის საბაგიროს ექპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაუტარებენ

16 მარტი, 2018 • 1374
ქუმსიშვილი: გუდაურის საბაგიროს ექპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაუტარებენ

ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცეპრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურის საბაგიროსთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებს მოიწვევენ.

დღეს, 16 მარტს, გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა ერთ-ერთი საბაგირო, რის გამოც 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა, სასწრაფოს განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა. დაშავებულებს შორის არიან რუსი, უკრაინელი და შვედი ტურისტებიც. დაშავებულები უკვე თბილისში არიან გადმოყვანილი.

“მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საძელეს საბაგირო აგებულია კომპანია “დოპელმაიერის” მიერ.  ნეტგაზეთს “დოპელმაიერში” განუცხადეს, რომ ექსპერტები საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ და  მალე გუდაურში ჩავლენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი