ახალი ამბები

ლუდი „მთიელის“ და შავფაროსნების ერთობლივი კლიპის პრემიერა

7 ოქტომბერი, 2013 •
ლუდი „მთიელის“ და შავფაროსნების ერთობლივი კლიპის პრემიერა

ნატახტარი
ნატახტარი

 პროექტის შინაარსსა და დეტალებზე დამსწრე სტუმრებს ესაუბრებიან – თორნიკე ნიკოლაიშვილი – კომპანია ნატახტარის მარკეტინგის დირექტორი, ალექს ჩიქოვანი -ბრენდ კონსულტანტი, ბრენდინგ სააგენტო „ლაივი“, ზურაბ მახარაძე – „შავფაროსნების“ კავშირის წევრი და აკა მელიქიძე – პროდიუსერი, სტუდია Cor-Production.

 

რგოლის პრემიერამდე სტუმრები იხილავენ შავფაროსნების ორთაბრძოლას და მოისმენენ „ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის“ მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს.

 

“შავფაროსნები” მიზნად ისახავენ მთლიანად ქართული საბრძოლო ხელოვნების და მასში გაერთიანებული საბრძოლო სახეობების, საქართველოში საბრძოლო კულტურის, უძველესი საბრძოლო ტრადიციების შესწავლას, აღდგენას და სისტემატიზაციას, ასევე მის ერში გაცოცხლებას და კულტურის საკმაოდ მიმქრალი ინფორმაციის აქტუალიზაციას და მიწოდებას ქართული საზოგადოებისათვის.

 

ყოველივეს გათვალისწინებით ლუდი მთიელი „შავფაროსნების“ პარტნიორი სიამაყით გახდა და თანამშრომლის ფარგლებში შეიქმნა სარეკლამო რგოლი, რომელიც ფართო საზოგადოებასაც აჩვენებს იმ აღტკინებას, რომლითაც წარსულში ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ.

 

ნინო სურმავა

ტელ: 2354255

577188809

nino.surmava@ge.anadoluefes.com

www.natakhtari.ge

 

კახა მაღრაძე

ტელ: 2550199

577308689

kakha@gepra.ge

www.gepra.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი