ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი: სოჭის ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება

7 ოქტომბერი, 2013 •
ალექსი პეტრიაშვილი: სოჭის ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება

“ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დეტალური ინფორმაციის შესწავლა. ტელეკომპანაი “როსიამ” გაავრცელა ეს ინფორმაცია. სწორედ ამოტომ ჩვენ, მთავრობა, ოლიმპიური კომიტეტი, ამ საკითხს შეისწავლის, განიხილავს და უმოკლეს დროში მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიაციას. თუ ეს ფაქტი დადასტიურდა, იქნება არასასიამოვნო. მთელლი რიგი მიზეზების გამო, ჯერ სჭირდება ინფორმაციას გადამოწმება”–  განაცხადა პეტრიაშვილმა. 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6 ოქტომბერს ოლიმპიურ ცეცხლს ესტაფეტა გაუხსნა, წერს “რია ნოვოსტი”

 

ასევე ცნობილი გახდა, რომ  ერთ–ერთი პირველი მეჩირაღდნე, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ოლიმპიურ ცეცხლს მიიტანს, ივან ნაჩაევია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილების გამო რუსეთში გმირის წოდება მიანიჭეს. 

 

 2014 წლის ზამთრის ოლიპმიური თამაშები რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ სოჭში იმართება. სოჭი რუსეთ–სასქართველოს დე იურე საზღვართან ახლოს მდებარეობს. საქართველომ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი