იარაღი2013 წლის 26 სექტემბერს დაიკარგა. ამის შესახებ განცხადევას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
 
 
სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს დაიწყო გამოძიება 399-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სამხედრო ქონებისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო დაზიანებას ან დაკარგვას. სამხედრო პოლიციაში შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.
 

 

მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, მათ შორის, ხელახალი ინვენტარიზაცია და ჩხრეკა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანაკლისის ფაქტი თავდაცვის სამინისტროს შიდა სტრუქტურების მიერ იქნა გამოვლენილი, მას შემდეგ, რაც IV ქვეით ბრიგადაში, მეთაურის ინიციატივით, არაგეგმიური ინვენტარიზაცია ჩატარდა.

 

აღნიშნულ ქვედანაყოფში ბოლო გეგმიური ინვენტარის აღწერა 2013 წლის მაისში განხორციელდა. 27 სექტემბერს შეტყობინება იარაღის დაკარგვასთან დაკავშირებით დაეგზავნა ძალოვან სტრუქტურებს (შ.ს.ს, პროკურატურა). თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დანაკლისის ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *