ახალი ამბები

ქართველ მუსლიმთა კავშირი გმობს ვალეში კათოლიკური სიწმინდეების დაწვას

14 მარტი, 2018 • 2215
ქართველ მუსლიმთა კავშირი გმობს ვალეში კათოლიკური სიწმინდეების დაწვას

ქართველ მუსლიმთა კავშირი გმობს მიმდინარე წლის 12 მარტს ვალეში კათოლიკური ლოცვის წიგნებისა და ხატების დაწვის ფაქტს. ისინი შემთხვევას “ვანდალურ ფაქტს” უწოდებენ.

“ვფიქრობთ, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი წარსული და, ამავე დროს, დიდი სიმდიდრე. მიგვაჩნია, რომ მისი რაიმე ფორმით ხელყოფა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მომავალის განადგურებას და სამშობლოსადმი ღალატს.

მომხდარი არის ვანდალური ფაქტი და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. ხელისუფლების და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების დროული მოქმედება და დროული სამართლებრივი შეფასება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლინობის აღდგენას და, მეორე მხრივ, საუკეთესო გამოსავალი იქნება მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის”, – ნათქვამია ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში.

კავშირი მოუწოდებს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციას, ღიად და კრიტიკულად შეაფასონ მომხდარი ფაქტი და შესაბამისი მხარდაჭერა გამოხატონ საქართველოს კათოლიკე მრევლისადმი.

რელიგიური ლიტერატურისა და ხატების დაწვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო რელიგიური გაერთიანების მუშაობაში ხელშეშლის მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი