დაკითხვის დაწყებამდე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ იმ კითხვებს, რაც კომისიამ აქამდე გაუგზავნა, პასუხებს ვერ გასცემდა:
,,მე 2012 წლიდან ვმუშაობ “რუსთავი-2″-ზე და, რა თქმა უნდა, მთელი მისი ბიოგრაფია არ ვიცი. ეს არც მაინტერესებს. ის შეკითხვები, რომელიც აქამდე კომისიამ ფორმის დაუცველად გამომიგზავნა, პასუხს ვერ გავცემდი, თუმცა მზად ვარ დღეს ვუპასუხო მათ. თუ რამე იქნება, რაც ჩვენს არქივში ინახება, ამას, უბრალოდ, წერილობით მივცემ. რაც შეეხება ტელეკომპანია ,,საქართველოსთან” დაკავშირებულ საქმეს, მე ნაკლებად ვარ ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. მხოლოდ ის ვიცი, რომ მან იყიდა “რუსთავი 2″–ის წილი და ეს მოხდა ნატურით, თუმცა რა დაჯდა ეს ყველაფერი, ჩემთვის უცნობია.”
კომისიამ უკვე დაასრულა მომღერალი ნინო ჩხეიძის ქმრის, გიორგი კორახაშვილის დაკითხვა. კორახაშვილს კითხვები „ახალგაზრდული რადიოს“ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ასევე, „სტერეო“ და „სტერეო პლიუსის“ გათიშვის საქმეზე და „იმედის“ წილის შესყიდვაზე დაუსვეს.

კომისიის ინფორმაციით, კორახაშვილი “სტერეოს” გათიშვაში მონაწილეობდა. აღნიშნულის საპირისპიროდ კორახაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ სიხშირე კი არ გამორთეს, არამედ ჩართეს:
“მე, უბრალოდ, ვიმყოფებოდი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც იქ მაქვს ჩემი ფართები. ავუხსენი კიდეც კომპანიას ეს ყველაფერი. ჩემი სტაფი ეხმარებოდა ბატონ დავით ბეჟუაშვილს და იმჟამინდელ დირექტორს, ვინც იყო. რეალურად ამ ადამიანებმა კი არ გამორთეს სიხშირე, არამედ პირიქით, ჩართეს.”
რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედის” წილის ყიდვას, კორახაშვილი ამბობს, რომ “იმედი” წამგებიანი ბიზნესი იყო. მისივე თქმით, მფლობელებს დიდი ხანი სურდათ გაყიდვა, თუმცა მსურველი არ გამოჩნდა. ხოლო მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილების ოჯახმა ყიდვის სურვილი გამოთქვა, ტელევიზია მათ 1 ლარად გადასცეს:
“ჩვენ შევედით სუფთა ფინანსური დაინტერესებით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ინტერესი, რაც ჩვენ გვქონდა, სამწუხაროდ, არ დაკმაყოფილდა, არ გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო და სადღაც 2012 წლიდან დავიწყეთ ძებნა იმის, ვისაც შეიძლებოდა ამ არხისთვის ეპატრონა. გამოიძებნა ასეთი ადამიანი, პარტნიორებთან შეთანხმებით სიმბოლორ ფასად, ერთ ლარად გადავეცით ქალბატონ ინა გუდავაძეს.”



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



