საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ზაზა შათირიშვილს შესარჩევი კომისიის დღევანდელ სხდომაზე ნატოსა და ევროკავშირის თაობაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეახსენეს.
ტაბულას რედაქტორმა სალომე უგულავამ განაცხადა, რომ კანონის თანახმად, მაუწყებელს აქვს ვალდებულება პოპულარიზაცია გაუწიოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. ზაზა შათირიშვილს კი, რომელსაც ბორდის წევრობა სურს, თავის დროზე ლიბერალთან ამ ტიპის განცხადება აქვს გაკეთებული:
“კლასიკური გაგებით ალიანსებმა, ნატომ აზრი უკვე დაკარგა. ნატო უკვე ანაქრონიზმია. მე მისი არსებობის აზრს ვერ ვხედავ, მით უფრო- ევროკავშირის. გაუგებარია მათი არსებობის ფუნქცია”.
სალომე უგულავამ შათირიშვილს ჰკითხა, თუ ეს ყველაფერი გაუგებარი და ანაქრონიზმია, როგორ დაეხმარება ის მაუწყებელს, რომ კანონი აღასრულოს.
“მე მაქვს იდეა, რომ თითოეული ქართველი, როგორც წინათ კომკავშირში იყო, ისე მივიღოთ ნატოსა და ევროკავშირში ცალ-ცალკე, რამდენიმე წლის განმავლობაში’, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.








