ახალი ამბები

დღეს საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიას დაკითხავს

3 ოქტომბერი, 2013 •
დღეს საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიას დაკითხავს

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე   ტელეკომპანია “ალანიას“ და “საქართველოს“ ყოფილი ხელმძღვანელების მოსმენა მიმდინარეობს.

 

კომისიის თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის თქმით, დღეს ნიკა გვარამიასაც ელოდებიან:

 

“დღეს “ალანია“, “საქართველოს“ პირველი პირები არიან დაბარებული. რომლებმაც წინა კვირაში ჩამობრძანება ვერ მოახერხეს. ჩემი აზრით, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბატონი თათაშვილის დაკითხვა. ის ალანიას პირველი დირექტორი იყო და საინტერესოა, რა პასუხები აქვს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ამ ხნის მანძილზე ისმებოდა. ასევე დაბარებულია ნიკა გვარამია. მცირე ნაწილი შეეხება “რუსთვი 2“-ს, ძირითადი კითხვები “საქართველოს“ ირგვლივ იქნება.”

 

კომისიის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა პრესას და სხვა პირებს, რომლებიც კომისიის წევრები არ არიან, სხდომის დატოვება სთხოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი