“თავისთავად ის ფაქტი, რომ ისევ 25 მილიონი ლარია საპატრიარქოს დაფინანსება ბიუჯეტიდან, ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას. იმიტომ, რომ თუ კონსტიტუციით ვაღიარებთ მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ წვლილს და როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ალბათ ეს სხვა ფორმითაც უნდა ვაღიაროთ და ვითანამშრომლოთ. მთავარი არის საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალობის თემა. 25 მილიონი ალბათ სჭირდება საპატრიარქოს და ამიტომ დაუფინანსეს, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ სახსრების გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, ისევე, როგორც ნებისმიერი სამინისტროს ხარჯის შემთხვევაში. ეს არის ბიუჯეტიდან თანხის გაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. რომ ნახოთ საბიუჯეტო კოდექსი, დაფინანსების ერთ-ერთი პრინციპი არის გამჭვირვალობა, მიზნობრიობა მეორე და ა.შ.”
მისივე მოსაზრებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საპატრიარქოს თანხების მიზნობრივად ხარჯვის გაკონტროლების შემოწმების უფლება:
“საზოგადოებას, რომელიც ამბობს, კი, ბატონო, საპატრიარქოს უნდა მივცეთ ჩვენ ამხელა თანხა, 25 მილიონი, უნდა ჰქონდეს ამ თანხის გაკონტროლების და მისი მიზნობრივად ხარჯვის შემოწმების უფელბა. ეს თუ იარსებებს, მაშინ ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.”
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იმაზე, რომ საპატრიარქო ბიუჯეტში არანაირი სახის გადასახადს იხდის, კორძაია პასუხობს:
“ესეც არის ის შეღავათები, რაც სახელმწიფომ გაუწია საპატრიარქოს და მართლმადიდებლურ ეკლესიას, მაგრამ აქაც მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმა უნდა არსებობდეს მეორე მხრიდან. ანუ, ის [საპატრიარქო] გაცილებით უფრო დიდ ანგარიშვალდებულებას უნდა გრძნობდეს საზოგადოების წინაშე იგივე გამჭვირვალობის კუთხით. საპატრიარქო საზოგადოებას უნდა აბარებდეს ანგარიშს, საკუთარ მრევლს უნდა აბარებდეს ანგარიშს, თუ რას აკეთებს მრევლისთვის, რა შედეგები აქვს მიღწეული და ა.შ.
შეიძლება ძალიან უხეშად ჟღერდეს ის, რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ ის წვლილი, რაც საზოგადოებას ამ ფორმით, თუნდაც გადასახადების შეღავათებით, ბიუჯეტიდან დაფინანსებით შეაქვს მართლმადიდებლური ეკლესიის განვითარებაში, გულისხმობს იმას, რომ ეკლესია ამ მრევლის და ამ საზოგადოების წინაშე არის პასუხისმგებელი. არ არსებობს ეს ურთიერთობა პასუხისმგებლობის გარეშე,” – აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, თამარ კორძაიამ.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



