ახალი ამბები

ქუცნაშვილი: ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ პრივილეგირებული

2 ოქტომბერი, 2013 •
ქუცნაშვილი: ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ პრივილეგირებული

ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განვითარებული მოვლენები ნორმალურია:

 

„თუ თავისუფალ საზოგადოებას ვაშენებთ, ტაბუირებული თემა და ტაბუირებული პროფესია არ უნდა არსებობდეს. თუ ჟურნალისტს აქვს უფელბა, რომ ეპოლემიკოს, დაუსვას შეკითხვა, ჩაეძიოს შეკითხვის დასმისას პოლიტიკოსს, იგივე უფლება უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს ჟურნალისტთან მიმართებაში. თავისუფალი საზოგადოება მოითხოვს უფლებრივ თანასწორობას და არა უფლებრივ განსხვავებას.“

 

დეპუტატის აზრით, ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ განსხვავებული ჯგუფი, რომელიც პრივილეგირებული იქნება საზოგადოებაში რაიმე სხვა ნიშნით:

 

„ვიცი, რომ ამას არც ითხოვენ ისინი, მაგრამ მე მომხრე ვარ ღია ურთიერთობების, ერთადერთი, რისი მომხრეც არ ვარ, ეს არის კონფლიქტი და ძალადობა. დანარჩენი- პოლემიკის, შეკითხვის, კამათის, მე მომხრე ვარ. ეს არის თავისუფალი საზოგადოების საგანი. ჩხუბი და ძალადობა არ უნდა იყოს, თორემ დანარჩენი, პოლემიკა, შეკითხვბი და კამათი იყოს, რა არის ამაში ცუდი?“

 

კითხვაზე, რომელიმე მხარემ მის მიერ ნახსენები პოლემიკის ნორმას ხომ არ გადააჭარბა, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ პრესკონფერენციისთვის ბოლომდე არ უცქერია:

 

„არ ვიცი, ბოლომდე არ მიცქერია იმიტომ, რომ შეხვედრა მქონდა და სასესიო სხდომაც იყო. ვუცქერ ამ პრესკონფერენციას და მერე მოგახსენებთ ჩემს აზრს.“

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო საკუთრებაში, ბიზნესცენტრის შენობაში ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის უფროსებს და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს შეხვდა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი