ახალი ამბები

ზაზა ხატიაშვილი: ივანიშვილი ახალი კანონპროექტით ქმნის საბჭოურ ენის ინსპექციას

2 ოქტომბერი, 2013 • 955
ზაზა ხატიაშვილი: ივანიშვილი ახალი კანონპროექტით ქმნის საბჭოურ ენის ინსპექციას

“საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი და ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებს დაგეკისრებათ ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ეს ჯარიმა გაიზრდება 10 000 ლარამდე, ეს არის პირდაპირი მცდელობა მოახრჩონ დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, ის ტელევიზიები, რომლებიც ბიძინავიზიების სტატუსით არ სარგებლობენ. გუშინ მე ვთქვი, რომ ეს მოდის პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილისაგან, მან როდესაც დაინახა, რომ მე ვიყავი მართალი, შეეშინდა და დღეს დაიბარა ჟურნალისტები, რომ დღეს აქ ბევრი ხალხი არ მოსულიყო და მხარი არ დაეჭირა აქციისათვის”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

 

ზაზა ხატიაშვილი
ზაზა ხატიაშვილი

ზაზა ხატიაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით აქციის გამართვას დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდა, თუმცა ხალხის სიმცირის გამო კანცელარიის წინ აქციის ნაცვლად პრესკონფერენცია გამართა.

 

“ენის ინსპექცია არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს, იჯდა რამდენიმე ადამიანი და აფიქსირებდა, თუ რომელი მასალა იყო მათთვის მიუღებელი, დღეს ენის ინსპექცია თავიდან იქმნება”, – განაცხადა ხატიაშვილმა. მისი თქმით, ამ საკითხზე აქციები აუცილებლად გაიმართება, ხატიაშვილი საზოგადოებას აქტიურობისკენ და აქციებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი