ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აერპოპორტში 5 საერთაშორისო რეისი გაუქმდა, ხოლო 1 რეისი გადაიდო.
23:30 საათზე, აეროპორტის ვებგვერდის მონაცემებით, გადაიდო ან გაუქმდა შემდეგი რეისები:
- გაუქმდა ‘სკატის” თბილისი–ალმაAტის [ყაზახეთი] მიმართულება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 10:45 წუთზე უნდა გაფრენილიყო.
- გადაიდო “ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებიS” თბილისი– ურუმქის [ჩინეთი] რეისი 3 საათითა და 25 წუთით, რომელიც 2:30 წუთზე უნდა გაფრენილიყო.
- გაუქმებულია “თურქეთის ავიახაზების” სტამბულის მიმართულებით რეისი, რომელიც 7:40 სთ–ზე უნდა დაწყებულიყო.
- გაუქმდა “საქართველოს ავიახაზების” თბილისი–თეირანის მიმართულებით რეისი, რომელიც 7:30 საათზე უნდა გაფრენილიყო
- გაუქმდა “საქართველოს ავიახაზების” ერევანი–თბილისის რეისი, რომელიც ერევნიდან 6:35 საათზე უნდა გამოსულიყო
- გაუქმდა “თურქეთის ავიახაზების” სტამბული–თბილისის რეისი, რომელიც 12:25 წუთზე უნდა გამოსულიყო სტამბულიდან.