“მე ხელისუფლებას ვტოვებ მაშინ, როცა ხელისუფლება შორდება ხალხს” – ეს განცხადება კობა დავითაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” გააკეთა:
“დაადოს პრემიერ–მინისტრმა ნებისმიერ სამინისტროს ხელი, მე ჩავიბრებ და ნახევარ წელიწადში, ერთ წელიწადში შეადაროს სხვისი ნამოქმედარი ჩემს ნამოქმეადრს. მე არ მეშინია პასუხისმგებლობის. მე მზად ვარ ბოლომდე მივყვე იმ პროგრამის შესრულებას. არ მავიწყდება ჩემი დანაპირები და ვიცი რა უნდა გავაკეთო იქ. მე არ შემიძლია თვალი დავხუჭო, როდესაც ხდება ხალხის მოტყუება, როდესაც ხდება საკუთარი დაპირების დავიწყება და როდესაც ხალხს ეუბნებიან, რომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ”
დავითაშვილის განცხადებით, ხალხი გაგებით არ უნდა მოკიდოს ტყუილს:”არის საკვანძო მომენტები ადამინის ცხოვრებაში, როდესაც უნდა აირჩიო ან თანამდებობა, ან სიმართლე. როდესაც უნდა აირჩიო ან სიმართლე, ან სიცოცხლე. ყოველთვის ვცდილობდი სწორი არჩევანი გამეკეთებინა. დღეს ვუყურებ და მეშინია, იმდენი ტყუილია ამ პოლიტიკაში, ჩემი სიმართლე არ დაიკარგოს.”
კობა დავითაშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებზე საუბარი საზოგადოებისათვის მოსაწყენი გახდა:” ყველას პროგრამა შესანიშნავად გამოიყურება, ყველას უნდა ბედნიერი საქართველო, ყველას უნდა კეთილდღეობა. საზოგადოება უნდა დააკვირდეს, რიდესაც პოლიტიკოსი აკეთებდა არჩევანს, სინდისის ხმას გაჰყოლოდა თუ ჯიბის ხმას, საით გადადგა ნაბიჯი. ყველა კანდიდატის ცხოვრებაში ყოფილა ასეთი მომენტები.”



![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



