გიორგი თარგამაძემ ამ საკითხზე ტელეკომპანია “რუსთავი2″–ში, გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა:
“ჩვენ მრავალი მიმართულებით გვიწევს ფრონტზე ბრძოლა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია და ასევე საზოგადოებისათვის, დიახაც, გახლავთ ტრადიციული ოჯახური ინსტიტუტის მხარდაჭერა. დღეს საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ნორმით, ოჯახის განსაზღვრება მხოლოდ თანასწორუფლებიანობის პრინციპით არის წარმოდგენილი და მასში არ არის დაზუსტებული ვისგან შედგება, რომელი მხარეებისგან შედგება ეს ოჯახი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სრულიად შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს ეს ნორმა, რომელიც სამოქალაქო კოდექსში არის დაფიქსირებული ქალისა და მამაკაცის ქორწინების ვალდებულებით და როგორც ანტიკონსტიტუციური ნორმა, უბრალოდ, გაუქმდეს”.
თარგამაძის განცხადებით, ის გაეცნო კვლევებს და აქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ამ ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას: “მე კვლევები მაქვს წაკითხული და ვიცი ადამინები, რომლებიც ამ მიმართულებით ამზადებენ საჩივარს საკონსტიტუციო სასამართლოში. არიან ადამიანები, რომლებიც არ მალავენ თავიანთ არსებობას, აქტიურობენ სოცილურ ქსელებში, მედიაშიც. რაც შეეხება მთავარ თემას ამასთან დაკავშირებით და რაც შეეხება სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, ამ თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ჩვენი, რომ ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. საქართველოს კონსტიტუციით დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმოვალობის, რელიგიური მრწამსის თუ სექსუალური ორიენტაციის. პირიქით, სახელმწიფომ უფრო მკაცრად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ადამინების ინტიმურ ცხოვრებაში. სახელმწიფოს უფლება არ აქვს იმსჯელოს ამა თუ იმ ადამინის სექსუალურ ორინტაციაზე.”
თარგამაძის განცხადებით, ის ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინებას: “მაგრამ იმ ნაწილში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო– სამოქალაქო ურთიერთობების ნაწილში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახის განსაზღვრების კუთხით არსებულ საფრთხეებზე, აქ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფის პირობებში, შეიძლება ქვეყანაში მართლაც დადგეს ეს საკითხი. ამის შემდგომი ნაბიჯი იქნება ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭებაც. რისი კატეგორიული წინააღმდეგებიც ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, მათ შორის ამ საკონსტიტუციო შესწორების მეშვეობით, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ ტრადიციული ოჯახური ინსტიტუტები და ამავე დროს არ შევუქმნათ არანაირი პპრობლემა ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსხვავაებული სექსუალური ორიენტაცია.”



![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



