ახალი ამბები

მინისტრი: ფაროსანა პროტეინის წყაროა, ფრინველის ხორცის გემო კი, ინდივიდიუალური აღქმის საკითხი

9 მარტი, 2018 • 3022
მინისტრი: ფაროსანა პროტეინის წყაროა, ფრინველის ხორცის გემო კი, ინდივიდიუალური აღქმის საკითხი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ოთხმიმართულებიანი სტრატეგიის წარდგენისას ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ფაროსანას ჭამა ფრინველის ხორცზე.

“ფაროსანასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია, რომ შინაური ფრინველები მას ჭამენ. ეს არის ჩვეულებრივი პროტეინის წყარო, რომელიც შეიძლება ჭამონ ქათმებმა და ინდაურებმა. რაც შეეხება ხორცის ვარგისიანობას, როგორი გემო აქვს ან სუნი, ეს ინდივიდუალური აღქმის საკითხია,” – თქვა დავითაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ვარგისიანია შინაური ფრინველის ხორცი იმის შემდეგ, რაც საკვებად ფაროსანას მიიღებს, მინისტრი განმარტავს:

“ზოგადად, რა საჭმელსაც მიირთმევს, ეს განაპირობებს მის ხარისხობრივ თვისებებს. ამიტომ ეს უკვე ინდივიდუალად აღსაქმელი საქმეა, პირისთვის მისაღებია თუ არა ესა თუ ის პროდუქტი”.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი