ახალი ამბები

ტრიპოლსკი: ვინ ვარ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი დავშალო?!

4 ოქტომბერი, 2013 •
ტრიპოლსკი: ვინ ვარ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი დავშალო?!

ემზარ გოგუაძე აცხადებს, რომ მას შეხვდა ერეკლე ტრიპოლსკი და მოთხოვა, ბარათაშვილისთვის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდს უნდობლობა არ გამეოცხადებინა, რასაც ტრიპოლსკი სისულელეს უწოდებს:

 

“რა თქმა უნდა, უარვყოფ ამ განცხადებას. ემზარ გოგუაძე, არ ვიცი, არასერიოზულია. პასუხს არ ვცემ მე ეგეთ რამეს. ეს არის ისეთი სისულელე და თვითონ ვერ ხვდება, რომ თავის კოლეგებს და თავის იმას აყენებს შეურაცხყოფას. რას ჰქვია, მე ბორდი დავშალე, ვინ ვარ, რომ ბორდი დავშალო, როგორ უნდა დამეშალა? თუ დავემუქრე ემზარ გოგუაძეს, ემზარ გოგუაძეს დავემუქრებოდი, ხომ?”

 

ტრიპოლსკი აცხადებს, რომ “ამოიჩემეს”. მისივე მტკიცებით, არც ერთი ტელევიზია აინტერესებს:

 

“ბარათაშვილი დანიშნეს – მე დამაბრალეს, ბარათაშვილი მოხსნეს – გახელაძემ მე დამაბრალა, მაგის ნათესავია და იმიტომ მოხსნეს. ჩემი ნათესავი იყო, რომ დანიშნეს, ჩემი ნათესავი იყო, რომ მოხსნეს. მერე სასამართლომ აღადგინა, ახლა ბორდმა უნდობლობა გამოუცხადა, ჰოდა, ხაშურში შეხვდაო და ხაშურშიც შევხვედრივარ მე გოგუაძეს და კითხეთ ერთი, სად შემხვდა პირველად საერთოდ ეგ უცნობი ადამიანი ჩემთვის: სახლის კიბეებთან მელოდებოდა, რომ ჩამოვიდა და გამეცნო არჩევნების შემდეგ. არანაირი ზეწოლა მე არ მქონია, რა ზეწოლა? არ ვერევი მე ამ საქმეებში. მე ვიყავი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება იქ, ამიტომ ამომიჩემეს ახლა, მაგათ ჰგონიათ, რომ, რა ვიცი… რა ჰგონიათ, არ ამინტერესებს არც ერთი ტელევიზია.”

 

“მე შემხვდა ერეკლე ტრიპოლსკი და მითხრა, უნდობლობა არ გამომეცხადებინა ბარათაშვილისთვის, თორემ ბორდს მთლიანად დაშლიდა, არ ვიცი, საიდან გაიგო მან, ბარათაშვილთან დაკავშირებით რას ვაპირებდით. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კი სამჯერ შემომთავაზა იგივე”, – აცხადებს გოგუაძე. მან ზეწოლაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკთხებში ირაკლი ციბაძეც,” – ამბობს გუგუაძე. 

 

გოგუაძის განცხადებით, ზეწოლა განხორციელდა სამეურვეო საბჭოს წევრებზე – ნინო დანელიაზე და ავთანდილ ანთიძეზეც:

 

“ავთანდილ ანთიძეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მას აწუხებს გული, ის იწვა საავადმყოფოში, მე მასთან მისვლას ვერიდებოდი, თუმცა, როგორც ჩანს, სხვები არ ერიდებოდნენ. მან მითხრა, რომ მასთან მიდიოდნენ და სთავაზობდნენ სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს, იყო სხვა ტიპის ზეწოლაც. ანთიძე მთხოვდა შევხვედროდი შინაგან საქმეთა მინისტრს ამის თაობაზე, თუმცა მე მინისტრთან შეხვედრა ვერ მოვახერხე, მისმა პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, ასეთი შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავო”, – აცხადებს გოგუაძე. მისი თქმით, მან შეხვედრის თხოვნით წერილები მისწერა პრემიერ–მინისტრს და პრეზიდენტსაც, თუმცა მათგან აღნიშნულზე რეაგირება არ მოჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი