ახალი ამბები

დავით ონოფრიშვილი: “ქართული ოცნების” მიღწევები უპრეცენდენტოა

1 ოქტომბერი, 2013 •
დავით ონოფრიშვილი: “ქართული ოცნების” მიღწევები უპრეცენდენტოა

დავით ონოფრიშვილის თქმით, ბოლო ერთ წელში ქართული ოცნების მიღწევები უპრეცენდენტოა.

 

„ჩვენ ძალიან ბევრი სოციალური დაპირება პრაქტიკულად განვახორციელეთ. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, პენსიების ზრდა, სოციალური დახმარებები გაიზარდა. სამხედროებს აქვთ დამატებითი სოციალური შეღავათები. მომავლისთვის ეკონომიკური მდგომარეობა მთლიანად საკმაოდ ოპტიმისტურია. ეკონომიკური შენელება, რაც შარშან ნაციონალური მოძრაობის დროს დაიწყო, იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რასაც წლების განმავლობაში ატარებდა ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ დიდი ძალისხმევა გვიწევს, რომ ეს შედარებით დაბალი ტემპები გადავზარდოთ უფრო მაღალ ტემპში. „

 

მისივე განმარტებით, ეს გამოიხატება იმაში, რომ ინვესტიციები იზრდება, გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ბოლო ორ კვარტალში ექსპორტი გაიმართა:

„ ბოლო 10-15 წელია ასეთი ზრდის ტენდენცია არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ამუშავდა გარკვეულ სფეროებში. საქართელოში იქმნება კონკურენტუნარიანი ისეთი პროდუქცია, რომელიც ექსპორტზე უკვე მოთხოვნადია. ამაზე ალბათ გარკვეულწილად რუსეთის ბაზარმა იმოქმედა. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ილუზია, რომ რუსეთის ბაზარი არის ერთადერთი და ქართული ეკონომიკის გადამრჩენელი. კარგია რომ ბაზარი გაიხსნა, მაგრამ ცხადია ეს მაღალი რისკია. პოლიტიკური რყევები ჯერ კიდევ საკმაო ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკურ ურთიერთობებზე.“

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი ამბობს, საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგის მიხედვით საქართველოს ეკონომიკაში სტაგნაციის პერიოდია:

„მე არ შევაფასებ არც ცვენი თვალით, არც უმრავლესობის თვალით, მოდით ავიღოთ ობიექტური ციფრები. როცა ეკონომიკა, რომელიც წელიწადში საშუალოდ 6-7 პროცენტით იზრდებოდა, ახლა იზრდება 1%ზე ნაკლებით, როცა იმპორტი შემცირებულია, შემცირებულია ექსპორტი, შემცირებულია ყველა ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ასახავს, ისეთი საერთაშორისო რეიტინგები , როგორიცაა მსოფლიო ბანკი, როგორიცაა სავალუტო ფონდი, ან „იბიარდი“ ყველა საუბრობს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს სტაგნაციის პერიოდი ამ ვითარებაში ალბათ არასაპირისპირო პოლიტიკური ბანაკების, არამედ რაღაც ობიექტური კრიტერიუმები უნდა ავიროთ.“

პარლამენტში ეკონომიკური დებატებზე რამდენიმე ხნის წინ სესვენება გამოცხადდა და უკვე განახლდა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი