ახალი ამბები

სამხედრო თვითმფრინავები გალში

1 ოქტომბერი, 2013 • • 1566
სამხედრო თვითმფრინავები გალში

“დილით ძლიერი ხმა შემომესმა. გარეთ რომ გამოვედი სახლიდან, ჩემი თვალით ვნახე, ორი სამხედრო თვითმფრინავის წყვილი ჩრდილოეთისაკენ რომ მიფრინავდა, საიდან შემოფრინდნენ, არ მინახავს, სამხედრო ტექნიკა აქ ჩვენ არ გვიკვირს, აქამდე სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ, მაგრამ სამხედრო თვითმფრინავები აგვისტოს ომის მერე არ გვინახავს”, – აცხადებს იგი.

 

წყაროს ინფორმაციით, სამხედო მოიერიშეებმა გალს შემდეგაც გადაუფრინეს სამხედრო ვერტმფრენ მი 24–ებთან ერთად.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ამ განცხადებით შემოიფარგლნენ:

 

“ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის გადმოკვეთა არ მომხდარა”.

 

აღნიშნული საკითხის კომენტირებისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ იგი ვერაფერს იტყვის, რადგან შესაბამის ინფორმაციას არ ფლობს. 

 

აფხაზეთში გუშინ, 30 სექტემბერს “ომში გამარჯვების 20 წლისთავი” სამხედრო აღლუმით აღნიშნეს, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა ზემოხსენებული საჰაერო მანევრი ამ ფაქტს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი