ახალი ამბები

დავითაშვილი: როგორც ჩანს, იურიდიულ კომიტეტში ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგი არ არიან

1 ოქტომბერი, 2013 •
დავითაშვილი: როგორც ჩანს, იურიდიულ კომიტეტში ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგი არ არიან

კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „თავისუფლების ქარტიაში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ თანამდებობის პირებს მომავალში ქვეყანაში ყველა იმ მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავება ეკრძალებოდათ, რომელიც არჩევითი არაა, თუმცა დღეს, 1 ოქტომბერს, დავითაშვილის მიერ კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ კანონპროექტში “ნაციონალური მოძრაობის” ნაცვლად საუბარი ავტორიტარულ და ტორალიტარულ პარტიებზე იყო, ხოლო რამდენად არის რომელიმე კონკრეტული პარტია აღნიშნული რეჟიმის, ამას კანონპროექტის თანახმად, პარლამენტი დადგენილებით შეაფასებდა. დეპუტატი განმარტავს, რომ ცვლილებები კომიტეტის შემოთავაზების საფუზველზე შეიტანა:

 

“იურიდიულმა კომიტეტმა შემომთავაზა ცვლილება, რომ ცალკე, პარლამენტის დადგენილების საფუძველზე ხდებოდეს შეფასება პოლიტიკური პარტიის ავტორიტარულ თუ ტოტალიტარულად რეჟიმად. მე ეს ცვლილება შევიტანე და გავითვალისწინე, ამის მიუხედავად კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რის შემდეგადაც მათი პოზიცია ფრიად უცნაურად გამოიყურება. როგორც ჩანს, ისინი ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგი არ არიან, საზოგადოდ.”

 

წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი არც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი