მინისტრი ხათუნა გოგალაძე ამბობს, რომ ყველა სახის პრობლემა რაც აღნისნულ ტერიტორიაზე და ასათაიანის ქუჩაზე წარმოიშვა თბილისის თვითმამრთველობის კომპეტენციაში შედის:
“სამინისტროს არ გააჩნია ბერკეტი, იმიტომ რომ ეს პროცესები იგივე კუს ტბასთან დაკავშირებით, იგივე ასათინის ქუჩის მოსახლეობასთან დაკავშირებით, ეს ტერიტორიები გასხვისებულია წინა ხელისუფლების მიერ, ყავს პატრონი. თუ არასწორად მოხდა გასხვისება, ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. რაც შეეხება კუს ტბის შემთხვევაში სარეკრეაცია ზონის სტატუსს, ამ მხრივაც, სტატუსის შეცვლის შესახებ გადწყვეტილებას იღებს საკრებულო, ესეც გარემოს დაცვის ფუნქციებს მიღმაა. უკვე გასხვისებულ ტერიტორიაზე ამა, თუ იმ ხის მოჭრას რაც შეეხება, ამაზე ნებართვას თბილისის მერია გასცემს, ასევე მან უნდა შეამოწმოს რამდენად სწორად მოხდა მოჭრა. ეს ყველაფერი თვითმმართველობის ფუნქციაა. ჩვენ, გარემოს დაცვის სამინისტროს არასოდეს გვითქვამს, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის.”
მისივე განმარტებით, ეს საკითხი როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე შინაარსობრივად თვითმმართველობის საქმეა:
თბილისში მწვანე ზოლების თემა ძალიან მოსაგვარებელია. უნდა მოხდეს არა თუ შემცირებისკენ, არამედ გაზრდისკენ მიმართული ღონისძიების ჩატარება. მატულობს ადამიანების რაოდენობა, მატულობს ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მწვანე ზოლები არის სწორედ ის, რაც მნიშვნელოვან წილად ხელს უწყობს სუფთა ჰაერს, ამცირებს ხმაურს, რაღაც ესთეტიურ სიამოვნება და ა.შ. არსებულის შენარჩუნება და გაზრდა უნდა მოხდეს, მაგრამ ინსტიტუციურად,, შინაარსობრივადაც, ეს არის თვითმმართველობის საქმე.
გოგოლაძის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობა ამს ფეროში შეცდომებს უშვებს, მას ეს უფლება მაინც არ უნდ ჩამოერთვას:
“როდესაც თვითმმართველობის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, იმის გამო, რომ არ მოგწონს ამ ეტაპპზე რასაც აკეთებს, არ შეიძლება მას ჩამოართვა ის ფუნქციები და გადასცე სამინსიტროს, რომელიც ვთვლი, რომ უკეთსად გააკეთებს. ეს ხომ არ არის პრობლემის გადაჭრა? გაცილებით უკეთესია თვითმმართველობაში ვიმუშაოთ იმ მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც საზოგადოების ინფორმირებულობას, ჩართულობას უზრუნველყოფს ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაინტერესებული მხარეების ჩართულობას. ჩემი აზრით, ეს უფრო ეფექტური მიდგომა იქნებ და სწორი გადაწყვეტილებისკენ წაგვიყვანს, ვიდრე ის, რომ ფუნქციები ჩამოვართვათ თვითმმართველობას და გარემოს დაცვის სამინისტროს გადავცეთ. “



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



