დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”. კანონპროექტს 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 2017 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა. თუმცა მოგვიანებით განხილვები გადაიდო და 8-თვიანი ინტერვალის შემდეგ ისევ განახლდა.
შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის ახალი ვერსიის მიხედვით, პირობების დარღვევის შემთხვევაში სანქციები იზრდება და 100-დან 50 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა კანონის მოთხოვნები მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სულ მცირე 11 სფეროზე გავრცელდება. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს კანონის გავრცელების არეალის დავიწროებაა.
თემის შესახებ სრულად წაიკითხეთ ბმულზე.
