ახალი ამბები

აქცია მერიასთან სოციალური მოთხოვნებით [ვიდეო]

30 სექტემბერი, 2013 • 1341
აქცია მერიასთან სოციალური მოთხოვნებით [ვიდეო]

თბილისის მერიის შენობის წინ აქცია 9 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მერიასთან ყვავილების გვირგვინი და გიგი უგულავას გადიდებული ფოტოსურათი მიიტანეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მარიამ მენაბდიშვილის თქმით, ეს გვირგვინი მან თავად აიღო სასაფლაოს ნაგავსაყრელიდან. 

 

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას თქმით, მერია ვერ დააკმაყოფილებს აქციის მონაწილეების მოთხოვნას, რადგან მათი რეიტინგული ქულა დაბალია. ხოლო ქულის აწევის უფლება მუნიციპალიტეტებს არ აქვთ. 

 

ქაცარავას თქმით, სახელმწიფო სოციალურად დაუცველების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, ხოლო მერია გამგეობებთან ერთად ინდივიდუალურად ეხმარება “უფრო გაჭირვებულ ოჯახებს.” იგი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები მიუღებელი ფორმით ითხოვენ დახმარებას.

 

“ის ფორმა, რომელსაც ბოლო პეროდში ადამიანები მიმართავენ, მიუღებელია და მათი წახალისება არ მოხდება. არსებობენ ასობით ოჯახები, რომლებიც მათზე მძიმე მდგმარეობაში არიან,”- განაცხადა მამუკა ქაცარავამ.

 

მერის თქმით, აქციაზე მისული ადამიანების პრობლემის მოგვარება საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა და მერიას ამ საკითხების მოგვარების კომპეტენცია არ აქვს.  

 

“მე ისევე როგორ, თბილისის მერიის ყველა თანამშრომელი სოლიდარული ვართ ყველა გაჭირვებული და უბინაო ადამიანის. ჩვენ ყველა იმ ადამინის პრობლემას ინდივიდუალურად შევისწავლით და შეძლების ფარგლებში დავეხმარებით. მაგრამ თუ ერთი იმუშავებს და ყველა სხვა უწყება გაცერებული იქნება, ქვეყანა ასე ვერ წავა წინ, განაცხადა გიგი უგულავამ ფიგურული სრიალის განახლებული სპორტულ სკოლაში ყოფნისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი