საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, უმცირესობამ სხდომის “გაწელვა” მოახერდა და ისინი შევარდნაძისდროინდელი რეიდების აღდგენის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ:
“ჯერ-ჯერობით ჩვენ სრულად არ გვაქვს შესწავლილი ცვლილებები იმ ორი მნიშვნელოვანი საკითხიდან, რომელსაც ჩვენ ვასახელებდით. უმრავლესობამ გარკვეული შენიშვნები უკვე გაითვალისწინა ჩვენი და არასამთავრობოების აქტიურობის შედეგად. კანონში ჩავაწერინეთ, რომ პოლიციელები კონკურსით უნდა ინიშნებოდნენ. რაც შეეხება რეიდებს, ხელისუფლება არა ამრტო ინარჩუნებს თავის პოზიციას, არამედ კიდევ უფრო ცუდი გახდა ეს მუხლი. კერძოდ, ადრე ეწერა რომ კონკრეტული ძებნილის დაკავებისთვის შეიძლებოდა რეიდის განხორციელება, ეხლა დაკავების მიზანიც არ არის აუცლებელი იმისათვის, რომ რეიდები ჩატარდეს. ასე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას არასამთავრობო ორგანიზავიებთან ერთადაც და საზოგადოების როლი იქნება მნიშვნელოვანი, იმასთან დაკავშირებით რომ პოზიცია ამ საკითხზე დააფიქსიროს და ხელისუფლებას მოვუწოდოთ უარი თქვას შევარდნაძის დროინდელ ეპოქაში დაბრუნებაზე.”
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ უმცირესობის წეინააღმდეგობის მიუხედავად პოლიციის შესახებ კანონს მაინც მიიღებენ:
“პოლიციის შესახებ კანონს მაინც მივიღებთ. ამ კანონის კიდევ ორი მოსმენა დარჩა. უბრალოდ გასაკვირია ის, რომ პირველ მოსმენაზე მათ არ ჰქონდათ რაიმე პრინციპული შენიშვნა, არ გამართულა დებატები, არ იყო კამათი და თუ “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრმა ეხლა წაიკითხა კანონი და დებატებში შემოსვლის და დროის გაჭიმვის სურვილი გაუჩნდა, ეს მათი უფლებაა. ჩვენ კანონს ყველა შემთხვევაში განვიხილავთ, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია ამ კანონში ცვლილებების შეტანა და მომდევნო კვირაში მივიღებთ დანარჩენი ორი მოსმენით. ასე, რომ ამ კანონს არანაირი პრობლემა არ აქვს.”
პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



