ახალი ამბები

კორძაია: ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო

27 სექტემბერი, 2013 •
კორძაია: ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო

საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს ცვლილებებს “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესის შესახებ” საქართველოს კანონში.  

 

როგორც თამარ კორძაიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში განცხადა, ზოგადი დებულებები, რომლებიც ამ კანონშია მოცემული, რეალურად შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი:

 

“კონსიტუტუცია, როგორც წესი, ადგენს ძალიან ზოგად ფორმულირებებს. ამიტომაც არის ის, ქვეყნის უზენაესი კანონი და კონსტიტუციის ზოგადი დებულებების განმარტება ხდება შემდეგ კანონებში. ამიტომ, მოქმედ კანონში, რომელიც უშუალოდ უნდა მოქმედებდეს მოქალქესთან ურთიერთობის დროს, ასეთი ზოგადი დებულებები რეალურად შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, იმიტომ, რომ, მაგალითად, ტერმინში “სახელმწიფო უსაფრთხოება, საზოგადოებრივი უშიშროება, საზოგადოებრივი აუცილებლობა, სხვისი უფლებები და თავისუფლებები”, ეს არის ფრაზები კონსტიტუციაში, რომლის უკანაც ძალიან მსხვილი, დიდი და მნიშვნელოვანი განმარტებები დგას. აქედან გამომდინარე, პირდაპირ კანონში ამ ტერმინების გადატანა რეალურად შეიძლება გახდეს მისი ისეთივე ფართო ინტერპრპრეტაციის საფუძველი, როგორც კონსტიტუციაშია.”

 

 მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა გადაიდო:

 

“კანონში ასეთი ზოგადი ფრაზების ჩაწერა ქმნის რეალურ საშიშროებას, იმისას, რომ კანონი არ იქნება ნათელი და განჭვრეტადი. ანუ როდესაც მე, მოქალაქე საზღვარზე გადავდივარ, იმდენად ზოგადი ფრაზები წერია ამ კანონპროექტში, რომ არ ვიცი, რის გამო შეიძლება გამაჩერონ. ერთი სიტყვით, ამ განჭვრეტადობის სტანდარტს ასეთი ზოგადი ფრაზები, როგორც წესი,  ვერ აკმაყოფილებს. გადაიდო ამ ინიციატივის განხილვა და მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კონკრეტული დებულებები გაიწერება და მოქალაქეებს არ ექნებათ განცდა, რომ ვიღაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, საკუთარი შეხედულებით მიიღებს გადაწყვეტილებას და არ გაუშვებს საზღვარგარეთ.”

 

პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, რომლის ინიციატორებიც ირინე იმერლიშვილი და ზურაბ აბაშიძე არიან, მოქალაქეების მხრიდან მკვეთრად ნეგატიური შეფასება მოჰყვა. 

 

საია მიიჩნევს, რომ  კანონპროექტით გათვალისწინებული პუნქტი ძალიან ზოგადია და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკს წარმოადგენს:  

“უფლების შეზღუდვის საფუძველი უნდა იყოს ძალიან ვიწრო, რადგან მოქალაქეს შეეძლოს იმის განჭვრეტა, თუ რა შედეგი მოჰყვება მის მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელებას. წარმოდგენილი კანონპროექტი ამის საშუალებას არ იძლევა.  პირიქით, ის აძლევს ძალიან დიდ სივრცეს სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე, გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებს თვითნებობისაკენ და რეალურად ძალიან რთული იქნება იმის განსაზღვრა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად იქნება გამოყენებული გაზრდილი ძალაუფლება”, – განუცხადა  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანმა თათული თოდუამ “ნეტგაზეთს” 27 სექტემბერს.  

 

ამჟამად მოქმედი რედაქციით, საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებია:

ა) თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;

ბ) თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს;

მასალების გადაბეჭდვის წესი