ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ზურაბ ადეიშვილის ქება, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა

26 სექტემბერი, 2013 • 1185
სალომე ზურაბიშვილი: ზურაბ ადეიშვილის ქება, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა

“ზურაბ ადეიშვილის ქება, ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა. რადგან მთელი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში, არის ადეიშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების. შეიძლება ეს მართალი არის ან არ არის ბოლომდე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამყარდეს სასამართლოთი. ხალხი ელოდება სამაგალითო სასამართლოს. როცა პრემიერი ამბობს, რომ ერთ–ერთი ყველაზე ჭკვიანი და წარმატებული იყო ის სამთა თუ ოთხთა ჯგუფის წარმომადგენელი ადეიშვილი და ივანიშვილს მხოლოდ დადებითი აქვს სათქმელი, ეს არის შეურაცხყოფა” –ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “ტვ3″–ის ეთერში გადაცემა “დიდი პოლიტიკის” მსვლელობისას განაცხადა.

მისი თქმით, მთელი ტკივილი ამ ქვეყნისა 9 წლის მანძილზე მოდის ამ ადამიანებისაგან და ვიდრე ესენი სასამართლოს მიერ არ იქნებიან ან გათეთრებული ან გაშავებული, ვის აქვს უფლება, რომ ამათ კომპლიმენტები უთხრას.

“ეს არის ქაოსის შექმნა ქვეყანაში. ის, რაც გჯერა და რაზედაც გვქონდა მთელი ოცნება, იყო სასამართლო.  მე მიყვარს კანონის უზენაესობა და სასამართლო. როცა ამბობ, რომ გამოძიება ეკითვნის ლაშა ნაცვლიშვილს და ისიც არის წარჩინებული ფიგურა დღევანდელ ყოფაში და მეორე მხრივ, არ გაქვს მტკიცებულებები და ადეიშვილი არის წარჩინებული ჩინოვნიკი. მე მიმნდა, რომ ეს სიტყვა გაქრეს. სახელმწიფო მოღვაწე, ბატონო პრემიერო” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი