ახალი ამბები

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 90 წელი თანასწორობის შესაძლებლობას გაზრდის – ოსკარი

5 მარტი, 2018 • 1943
იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 90 წელი თანასწორობის შესაძლებლობას გაზრდის – ოსკარი

ეშლი ჯადმა, სელმა ჰაიეკმა და ანაბელა სკიორამ ოსკარის 90-ე დაჯილოვებაზე საუკეთესო მონტაჟის წარდგენისას თანასწორობის შესახებ ისაუბრეს. სწორედ ისინი არიან ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის მთავარი მბრალდებლები სექსუალური შევიწროების სკანდალში.

“პატივია ამ ღამით აქ ყოფნა. ამ წელს თავისი სიმართლე ბევრმა თქვა და მოგზაურობა, რომელიც დაიწყო და წინაა, გრძელი და ნელია, მაგრამ ეს ახალი გზაა, რომელიც გაჩნდა”,- განაცხადა სკიორამ.

სელმა ჰაიეკის თქმით კი, ადამინებმა თავიანთი ისტორიების მოყოლით შეძლეს მათი სქესის, რასის და ეთნიკური წარმომავლობის წინააღმდეგ გაბატონებული წარმოდგენების შერყევა.

რაც შეეხება ეშლი ჯადს. მსახიობმა განაცხადა, რომ მიმდინარე ცვლილებები ახალი, ძლიერი, განსხვავებული ხმებია:

“ეს ხმები საბოლოოდ გაერთიანდა იმისთვის, რომ ეთქვა “დრო ამოიწურა” (Times Up) და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 90 წელი გააძლიერებს თანასწორობის, მრავალფეროვნების, ჩართულობის ამ შეუზღუდავ შესაძლებლობებს. ამას დაგვპირდა სწორედ ეს წელი”.

ვაინშტაინზე და თანასწორობაზე მონოლოგში ისაუბრა შოუს წამყვანმა ჯიმი კიმელმა. მან შეკრებილებს შეახსენა, რომ აკადემიამ ჰარვი ვაინშტაინი გარიცხა.

“იმას, რაც ჰარვი ვაინშტანის შემთხვევაში მოხდა, ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, ჩვენ მსოფლიო გვიყურებს და მაგალითს ვაძლევთ მას. ამ საღამოს, დარწმუნებული ვარ, კამპანიების “მეც” და “დრო იწურება” ბევრ მამაც მხარდამჭერს მოვუსმენთ”,- განაცხადა კიმელმა.

წამყვანმა ხაზი გაუსვა მარველის ფილმების “შავი პანტერა” და “ქალი- საოცრება” ფინანსურ წარმატებას, სადაც მთავარ როლებს ქალი და შავკანიანი მსახიობი თამაშობენ.

“მახსოვს დრო, როდესაც დიდი კინოსტუდიები არ იჯერებდნენ, რომშესაძლებელი იქნებოდა ქალებს ან უმცირესობის წარმამდგენლებს სუპერგმირების ფილმში მთავარი როლი ეთამაშათ. როცა ვამბობ მახსოვს, ვგულისხმობ გასული წლის მარტს, მაგრამ დღეს ასე აღარაა და ეს ნიშნავს, რომ ბევრი რამ აღსანიშნია”

მასალების გადაბეჭდვის წესი