ოსკარის 90-ე დაჯილოდების ცერემონიალზე შოუს წამყვანმა ჯიმი კიმელმა გადაწყვიტა მადლობა გადაეხადა იმ ადამიანებისთვის, ვინც კინოში დადის ფილმის სანახავად.
ჯიმი კიმელმა ამ მისიის შესასრულებლად რამდენიმე მსახიობი და რეჟისორი დაიხმარა, რომლებმაც მოხალისეობის სურვილი თავად გამოთქვეს, მათ შორის ოსკაროსანი ლუპიტა ნიონგო, წლევანდელი ნომინანტები- მარგო რობი და გილერმო დელ ტორო, გალ გადოთი და სხვები.
კიმელი მათთან ერთად ერთ-ერთ კინოთეატრში მივიდა, სადაც კინოში შეკრებილებს ფილმის ყურება შეაწყვეტინა და საჩუქრები, ძირითადად ტკბილეული და სასმელი აჩუქა. საბოლოოდ ერთად საერთო ფოტოც გადაიღეს.
This was not your average screening of #WrinkleInTime… #Oscars @GalGadot @AnselElgort @MargotRobbie @HamillHimself @RealGDT #EmilyBlunt @Lupita_Nyongo @ArmieHammer @Lin_Manuel @IamGuillermo @ChineseTheatres pic.twitter.com/CdpwRO6NS0
— Jimmy Kimmel (@jimmykimmel) March 5, 2018