ახალი ამბები

განათლების კომიტეტი მომხრეა, სახელოვნებო სასწავლებლებში ბარიერის გადაულახავად ჩაირიცხონ

26 სექტემბერი, 2013 •
განათლების კომიტეტი მომხრეა, სახელოვნებო სასწავლებლებში ბარიერის გადაულახავად ჩაირიცხონ

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა და მას ხვალ, პირველი მოსმენით, პარლამეტნის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

 

ცვლილებების  მიხედვით, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები, შესაძლოა, უნარ-ჩვევების გამოცდაში ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაშიც ჩაირიცხონ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, კანონპროექტზე გარკვეული შენიშნები გამოითქვა:

 

“კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად გონივრული გადაწყვეტილება, რომ კომიტეტი ამ საკითხის გადაჭრას და ამ პრობლემის მოგვარებას მხარს უჭერს. ასეთი ხარვეზების გამოსწორება სწორედ ჩვენი კომიტეტის უშუალო ველდებულებაა.”

 

კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის  წევრმა ნინო გოგუაძემ გამოთქვა შენიშვნა, რომ  სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად უნარ-ჩვევების გამოცდა საერთოდ მოიხსნას. თუმცა ელისო ჩაფიძის მოსახრებით, ეს საკითხი კომპლექსულ მიდგომას მოითხოვს: 

 

“ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტუილება უფრო სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს გლობალური საგამოცდო სისტემის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ახლა ვმსჯელობთ იმ გამონაკლისებზე, რომლებიც შეიძლება იყოს ნორმატიული აქტით დაშვებული საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ ადამიანებზე და კონკრეტულმა ცხოვრებისეულმა პრობლემამ წარმოქმნა ეს. ეს რომ [შეერთებულ] შტატებში ხდებოდეს, ან დასავლეთ ევროპაში, ამას დაერქმეოდა, მაგალითად, ბედიას კანონი, დაერქმეოდა რაღაც სხვა ტიპის სახელწოდება. ჩვენთან რატომღც გვიყვარს, რომ ერთი გამონაკლისი დავუკავშიროთ საერთო წესს,”- განაცხადა ელისო ჩაფიძემ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

ჩაფიძე განმარტავს, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას საფუძვლად სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების რექტორების წერილები დაედო:

 

“მათ მომართეს კომიტეტს, რომ უნარ-ჩვევებში მიღებული დაბალი შეფასებების გამო რჩებოდნენ უმაღლესი სასწავლებლების გარეთ რამდენიმე ძალიან მაღალი მონაცემების მქონე ადამიანი საკუთარ პროფესიაში. ასეთია ბორის ბედია, ნარმანიანი და ირმა გიგანი, აღიარებული პიანისტია, და რამდენიმე ადამიანი ასევე თეატრალურ უნივერსიტეტში. კონკრეტული გვარებია, მე მხოლოდ სამი მახსოვს კონსერვატორიის მომართვაში, რომელსაც ხელს აწერენ კონსერვატორიის ხელმძღვანელი და ასევე ქალბატონი მანანა დოიჯაშვილი. წერილებს შეგიძლიათ კომიტეტის აპარატში გაეცნოთ. “

მასალების გადაბეჭდვის წესი