ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ფერმერებს კვალიფიციური წინადადებების მომზადებაში დავეხმარებით

25 სექტემბერი, 2013 • • 989
კვირიკაშვილი: ფერმერებს კვალიფიციური წინადადებების მომზადებაში დავეხმარებით

შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, მხარეებმა სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს. ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ იაფი აგროსესხით მსხვილმა ბიზნესმა ისარგებლა და სესხი მცირე ფერმერებმა ვერ მიიღეს. 

 

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცახდებით, მინისტრებმა ექსპერტებთან “იაფი აგროსესხის” სამი კომპონენტის შესახებ იმსჯელეს:

 

“საკითხი ეხებოდა განვადებებს, შეღავათიან სესხებს, ასევე, წილობრივი მონაწილეობით კომპანიების წახალისებას. საინტერესო საუბარი შედგა. დასმული იყო კითხვები, რა კრიტერიუმებით ხდება პროექტების შერჩევა? ჩვენ ავირჩიეთ ის გზა, როცა საბანკო სექტორში გავაკეთეთ ამ  პროექტების გადამისამართება. მოვახდინეთ  სასოფლო–სამეურნეო სესხების სუბსიდირება. საბანკო სექტორს თავისი კრიტერიუმები აქვს. ჩენ ვაპირებთ, რომ უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ საკითხებში, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამინმა აიღოს ეს სესხი. გარკვეული რაოდენობა ფერმერების, უბრალოდ, ვერ კვალიფიცირდება იმისათვის, რომ მიიღონ დაკრედიტება. ამიტომ ჩვენ განვახორციელებთ მიზანმიმართულ დახმარებას, რომ მათ შეძლონ კვალიფიციური წინადადების მომზადება.”

 

 

    

მასალების გადაბეჭდვის წესი