ახალი ამბები

დავით ლორთქიფანიძე: ვანის საკრებულოს წევრებზე ზეწოლა ხორციელდება

25 სექტემბერი, 2013 •
დავით ლორთქიფანიძე: ვანის საკრებულოს წევრებზე ზეწოლა ხორციელდება

დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ  პაატა ლეჟავა ვანის საკრებულოს წევრებზე ზეწოლას ახდენს და მათ აშანტაჟებს. ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ლეჟავა გუბერნატორის მოადგილე გია მატარაძესთან ერთად საკრებულოს წევრებისგან გამგებლის გადაყენებას მოითხოვდა:

 

“ზეწოლამ შედეგი გამოიღო და გამგებელი გადააყენეს. მე მთავარ  პროკურატურას მოვუწოდებ, დაინტერესდეს ამ საქმით და დაადგინოს, რამდენად აქვს დეპუტატს უფლება ჩაერიოს ადგილობრივი თვითთმმართველობის საქმიანობაში. მინდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, იმდენად, რამდენადაც საქმე ეხება მთავარი პროკურატურის პრესტიჟს. რამდენიმე დღის განმავლობაში ვანის საკრებულოს დეპუტატებზე მიმდინარეობდა ზეწოლა. იმ მოტივით, რომ საკრებულოს მხარი დაეჭირა გამგებლის იმპიჩმენტისათვის. მაშინ, როდესაც უწყებათაშორის კომისიას მიღებული აქვს კონვენცია, არჩევნების წინა პერიოდში თავი შეიკავონ იმპიჩმენტისგან. ამ დროს ვანის მუნიციპალიტეტში “ნაციონალების“ დეპუტატი პაატა ლეჟავა და მოქმედი გუბერნატორის მოადგილე გია მატარაძე და საკრებულოს გადაყენებული თავმჯდომარე კაკაბაძე დადიოდნენ საკრებულოს წევრებთან და აიძულებდნენ გამგებელი გადაყენებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაჭერით ემუქრებოდნენ.”

 

ლორთქიფანიძის მტკიცებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ორშაბათს ჯანმრთელობის პრობლემებით საავადმყოფოში აღმოჩნდა:


“ამის მიუხედავად, კანონის უგულებელყოფით, მაინც ჩატრდა და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა. უფრო მეტიც, საკრებულოს მხოლოდ ის წევრები მიიყვანეს სხდომაზე, რომლის დაშანტაჟება და შეშინებაც შეძლეს. საკრებულოს წევრების დიდმა ნაწილმა სხდომაზე არაფერი იცოდნენ. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა და, ფაქტობრივად, უძღვებოდა “ნაციონალების” დეპუტატი პაატა ლეჟავა. რა თქმა უნდა, ამას დაადასტურებენ ის ადამიანები, რომლებიც ამ სხდომას ესწრებოდნენ. აქედან გამომდინარე, მე პროკურატურას მივმართავ ოფიციალურად, წერილობით, რათა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ საქმეზე და დადგინდეს, რა უფლებამოსილება აქვთ დეპუატებს და გუბერნატორის მოადგილეებს, ჩაერიონ ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში.“

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი პაატა ლეჟავა დღეს პარლამენტში არ იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი