ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერი დაამტკიცებს

25 სექტემბერი, 2013 •
კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერი დაამტკიცებს

დღეს, 25 სექტემბერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანაზე და საქართველოს კანონის პროექტების: “კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში, ასევე “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონში, “მუზეუმების შესახებ” კანონში და “კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის” შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს. ცვლილებების მიხედვით, ის უფლებები, რომლებიც აქამდე პრეზიდენტს ჰქონდა, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება ხდება. დეპუტატებმა მხარი მესამე მოსმენით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების პლენარულ სხდომაზე მოსმენას მხარი დაუჭირეს.

 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ელისო ჩაფიძემ განაცხადა, საქმე ტექნიკურ ცვლილებებთან გვაქვს:

 

“მესამე მოსმენით დავუჭირეთ მხარი და დღეს სესიაზე ამ კანონებს საბოლოოდ მივიღებთ. ეს არის ტექნიკური ხასიათის  ცვლილებები, რომლებიც ახალი კონსტიტუციის ამოქმედებასთან დაკავშირებით უნდა შევიდეს ამ კანონებში. იგივე “კულტურის შესახებ” კანონში ცვლილებების მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას, ნაცვლად პრეზიდენტისა, ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა”.

 

წარმოდგენილ კანონპროექტებს დღეს, 25 სექტემბერს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი