პარლამენტი “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანაზე მსჯელობას იწყებს, რომლის მიხედვით სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები შესაძლოა უნარ-ჩვევების გამოცდაში ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაშიც ჩაირიცხონ. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის ინიციატორი განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტია.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ჩაფიძე ამბობს, ვინც უნარ-ჩვევების გამოცდაში ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა, სასწავლებელში გამონაკლისის წესით შეიძლება ჩაირიცხოს:
“სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს ეძლევათ უფლება, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნარების გამოცდა ვინც ვერ გადალახა, მაგრამ გამოირჩევა რაღაც განსაკუთრებული ნიჭით, მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიადებში, არის გამარჯვებული, საგამონაკლისო წესით მათ ეძლევათ უფლება, რომ თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიანიჭონ უპირატესობა უნარ-ჩვევების ნაცვლად იმ ტურებს, რომლებსაც ისინი აბარებენ საკუთარ სპეციალობებში.”
ჩაფიძე განმარტავს, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას საფუძვლად სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების რექტორების წერილები დაედო:
“მათ მომართეს კომიტეტს, რომ უნარ-ჩვევებში მიღებული დაბალი შეფასებების გამო რჩებოდნენ უმაღლესი სასწავლებლების გარეთ რამდენიმე ძალიან მაღალი მონაცემების მქონე ადამიანი საკუთარ პროფესიაში. ასეთია ბორის ბედია, ნარმანიანი და ირმა გიგანი, აღიარებული პიანისტია, და რამდენიმე ადამიანი ასევე თეატრალურ უნივერსიტეტში. კონკრეტული გვარები, მე მხოლოდ სამი მახსოვს კონსერვატორიის მომართვაში, რომელსაც ხელს აწერენ კონსერვატორიის ხელმძღვანელი და ასევე ქალბატონი მანანა დოიჯაშვილი. წერილებს შეგიძლიათ კომიტეტის აპარატში გაეცნოთ. “



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



