“აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტოტალიტარული რეჟიმების დასრულების შემდეგ მიღებული იქნა ლუსტრაციის კანონი, რომელიც ამ რეჟიმების თანამდებობის პირებს უკრძალავდა გარკვეული სახელმწიფო თანამდებობების დაკავებას. ასეთივე კანონი, საკმაოდ დაგვიანებით, საქართველოშიც იქნა მიღებული, მას თავისუფლების აქტი ჰქვია, რომელიც ლუსტრაციის მდგომარეობაში აყენებს კომუნისტური პარტიის თანამდებობის პირებს,” – ამბობს კობა დავითაშვილი.

დავითაშვილს მიაჩნია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 9 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ტოტალიტარული ტიპის პარტია:
“რომლის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადამიანების ცემა, წამება, გაუპატიურება იყო მმართველობის მეთოდი და სისტემური დანაშული და არა ცალკეული ადამაინების მიერ ჩადენილი დანაშაული. ამიტომ ეს პოლიტიკური პარტია და მისი თანამდებობის პირები პასუხისმგებელი არიან ამ ქვეყანაში დანაშაულებრივი რეჟიმის ჩამოყალიბებაში და მათზე სრულად უნდა გავრცელდეს ლუსტრაციის კანონის დებულებები, ამიტომ მათ თანამდებობების დაკავების უფლება უნდა აეკრძალოთ. საუბარია მაღალ თანამდებობაზე, გარდა ისეთი თანამდებობებისა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. ეს ეხებათ “ნაციონალური მოძრაობის” თანამდებობის პირებს და არა რიგით წევრებს… ვისაც არ უნდა, რომ იყოს ცუდი, ხმა მისცეს ამ კანონს,” – დასძინა დავითაშვილმა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ კანონთან დაკავშირებით ჯერ პოზიცია არ აქვს:
“პოზიცია ჯერ არ მაქვს. უნდა განვიხილოთ კანონპროექტი, ავტორის არგუმენტები, ადამიანის უფლებებს ემსახურება თუ არა ეს კანონი, ეს არის ჩვენთვის მთავარი. თუ დაგვიდასტურებს, რომ ემსახურება, დავუჭერთ მხარს, თუ ვერ დაგვიდასტურებს, არ დავუჭერთ.”



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



