კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს თამაზ ავდალიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, მომდევნო პრეზიდენტს ციხეში ნებართვის გარეშე შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ეს არასწორი იქნება:
“ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს უფლება უნდა ჰქონდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ის ახორციელებს შეწყალებას და ნაბართვის გარეშე შესვლა მივიჩნიეთ მის შემადგენელ ნაწილად.”
დღესვე კომიტეტი საქართველოს კანონის პროექტებს: „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელებენ. წარმოდგენილი კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე ცვლილება შედის, გარდა ამისა, როგორც ბესელია ამბობს, ზუსტდება ტერორიზმის დანაშაულობების სახელწოდებები.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



