ახალი ამბებიგართობახელოვნება

Air France თავის მგზავრებს ქართულ ფილმ “დედეს” შესთავაზებს

27 თებერვალი, 2018 •
Air France თავის მგზავრებს ქართულ ფილმ “დედეს” შესთავაზებს

უმსხვილესმა ფრანგულმა ავიაკომპანიამ Air France-მა სურვილი გამოთქვა, ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” საკუთარი ავიახაზების მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ამ ფილმის ნახვა მილიონობით ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თვითმფრინავით ფრენისას შეეძლება.

2017 წლის მონაცემებით, Air France-ის ავიახაზების მომსახურებით 98.7-მა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. შესაბამისად, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მილიონობით ადამიანი გაეცნოს ქართულ კულტურას და საქართველოს.

“ეს არის შესაძლებელობა ეკონომიკური კეთილდღეობის და ტურიზმის დიდი განვითარების. ეს დიდი წამრატებაა – წარმატება არა მხოლოდ მარიამისთვის და შემოქმედებითი ჯგუფისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის! გვიხარია, რომ ქართულ კინოს შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა,” – ნათქვამია ფილმის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე.

ფილმი ”დედე: სვანური ბალადა” საქართველოს კინოთეატრებში 22 თებერვლიდან გადის. რეჟისორი მარიამ სიჭინავა თავის მაყურებელს კინოთეატრ ამირანში 28 თებერვალს, 19:30- საათიანი სეანსის დამთავრების შემდეგ შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი