ცესკოს ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობით, კანდიდატების რეგისტრაციისთვის ბოლო ვადა 27 სექტემბერია; 23 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკომ სრულად შეამოწმა პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველების მხარდამჭერთა სიები და დაასრულა მათი რეგისტრაციის პროცესი.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციას პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით განცხადებით სულ 54-მა მსურველმა მიმართა, აქედან 42 საინიციატივო ჯგუფია, ხოლო 12 – პოლიტიკური გაერთიანება; 23 რეგისტრირებული კანდიდატიდან ათი – პოლიტიკურმა (მათგან მხოლოდ შვიდია კვალიფიციური სუბიექტი) პარტიამ წარადგინა, ხოლო 13 – საინიციატივო ჯგუფებმა. მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე სხვადასხვა სამართლებრივი ხარვეზების გამო 31 კანდიდატობის მსურველს ეთქვა უარი.
“საპრეზიდენტო კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღისა (17 ოქტომბერი); ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ყველა დარჩენილი კანდიდატის სახელი და გვარი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში.
რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციას, 23 სექტემბრის მდგომარეობით კომისიაში რეგისტრირებულია 37 ადგილობრივი, 23 საერთაშორისო და 18 მედიაორგანიზაცია. ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეგისტრაციისთვის ბოლო ვადა ეწურებათ 17 ოქტომბერს, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი – 20 ოქტომბერს. მედიაორგანიზაციებს აკრედიტაცია შეუძლიათ გაიარონ 24 ოქტომბრის ჩათვლით”.
ამ დროისთვის რეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატები არიან:
1. მიხეილ სალუაშვილი
2. ნესტან კირთაძე
3. შალვა ნათელაშვილი
4. სერგო ჯავახიძე
5. გიორგი ლილუაშვილი
6. გიორგი მარგველაშვილი
7. ნინო ბურჯანაძე
8. ლევან ჩაჩუა
9. ავთანდილ მარგიანი
10. გიორგი თარგამაძე
11. კობა დავითაშვილი
12. დავით ბაქრაძე
13. ზურაბ ხარატიშვილი
14. თეიმურაზ მჟავია
15. გიორგი ჩიხლაძე
16. ნუგზარ ავალიანი
17. აკაკი ასათიანი
18. ნინო ჭანიშვილი
19. თეიმურაზ ბობოხიძე
20. ქართლოს ღარიბაშვილი
21. მამუკა ჭოხონელიძე
22. თამაზ ბიბილური
23. მამუკა მელიქიშვილი
ჩამოთვლილი კანდიდატებიდან 10 წარადგინა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ხოლო 13 – საინიციატივო ჯგუფებმა. მათგან მხოლოდ შვიდია კვალიფიციური სუბიექტი, რაც, ცესკოს ცნობით, ნიშნავს, რომ მათ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დრო ეკუთვნით:
1. გიორგი მარგველაშვილი
2. დავით ბაქრაძე
3. კობა დავითაშვილი
4. სერგო ჯავახიძე
5. გიორგი თარგამაძე
6. ზურაბ ხარატიშვილი
7. თეიმურაზ მჟავია
საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა 31 კანდიდატობის მსურველს, მათ შორის თორმეტს იმის გამო, რომ, ცესკოს ცნობით, მხარდამჭერთა სია არ წარმოადგინა განსაზღვრულ ვადაში:
1. ნიკოლოზ გორგიჯანიძე
2. მერაბ გორგაძე
3. გია ჩხიკვაძე
4. ბესიკ ადამია
5. უშანგი დონჯაშვილი
6. შალვა ცერცვაძე
7. დავით კაკაბაძე
8. დავით ჩხეიძე
9. იოსებ ბიბილეიშვილი
10. გურამ მარხულია
11. ზურაბ ცხოვრებაშვილი
12. ვახტანგ ჟორდანია
შვიდს – პირადი განცხადების საფუძველზე:
1. ნუგზარ ჩხაიძე
2. თენგიზ გაბიძაშვილი
3. ვლადიმერ გეგეჭკორი
4. როლანდ ლომინაძე
5. ვაჟა ჩხაიძე
6. კახა სუხიშვილი
7. თამაზ თავაძე
ხუთს – ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირად ყოფნის გამო:
1. გიორგი გახოკია
2. ტარიელ ხვედელიძე
3. სალომე ზურაბიშვილი
4. ზურაბ წიწუაშვილი
5. მერაბ სულიაშვილი
ცესკოს ინფორმაციით, სამს – არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის გამო ეთქვა უარი:
1. რევაზ ფახურიძე
2. ავთანდილ ფილაური
3. ნერსე ბაცაში
ორს უარი ეთქვა, ვინაიდან, ცესკოს მტკიცებით, მათ არ გამოასწორეს ხარვეზი მხარდამჭერთა სიაში:
1. თამაზ ღუღუნიშვილი
2. ასმათ მაჭავარიანი
ერთს – საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო:
1. ავთანდილ იოსელიანი
ერთს – წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიებში კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები ხელმოწერების დადგენის გამო:
1. თორნიკე იზორია


![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



