გამოიკითხულთა იმ 20%-ს შორის, ვინც დაასახელა ინტერნეტი პირველ ან მეორე წყაროდ, 78% აცხადებს, რომ პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქიდან იღებს; 27% – საინფორმაციო სააგენტოებიდან, 26% – იუთუბიდან; 21% – მაივიდეო.ჯი-დან. მხოლოდ 2% იყენებს ამ მიზნისთვის ტვიტერს.

 

ამასთან, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ წვდომა სახლიდან აქვთ ინტერნეტზე, ხოლო 47% აცხადებს, რომ საერთოდ ხელმიუწვდომელია მისთვის ინტერნეტი.

 

NDI-ის კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში”  საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდეტი გამოიკითხა. ცდომილება +/- 2%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *